აბული, ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის მთის დას. კალთაზე, ზ. დ. 2176 მ. ფართ. 0,9 კმ ², სიღრმე 1,4 მ.
ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით: მაქს. დონე – გაზაფხულის ბოლოს, მინ. – ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არა აქვს. გაუმდინარეა. დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება.