დოღონაძე რევაზ რომანის ძე (21. XI. 1931, თბილისი, – 13. V. 1985, იქვე), ფიზიკოსი, საქართველოში თანამედროვე ელექტროქიმიური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1983). ფიზიკა-მათ. მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1978).
დაამთავრა მოსკოვის საინჟ.-ფიზ. ინ-ტი (1955). 1958–79 იყო სსრკ მეცნ. აკად. ელექტროქიმიური ინ-ტის თეორ. განყოფილების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი და ჯგუფის ხელმძღვანელი, 1970–73 – მოსკ. სახელმწ. უნ-ტის პროფესორი, 1983–85 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ზოგადი და თეორ. ფიზ. კათედრის გამგე. იყო საქართვ. მეცნ. აკად. არაორგანული ქიმ. და ელექტროქიმიის ინ-ტის თეორ. კვლევათა განყ-ბის დამაარსებელი და გამგე (1985-იდან ეს განყ-ბა მისი სახელობისაა), ელექტროქიმ. საერთაშ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი და ელექტროქიმიური ფიზ. განყ-ბის თავ-რე (1976–85).
დ-ის ძირითადი შრომები ეძღვნება ქიმ., ელექტროქიმიისა და ბიოქიმ. პროცესებში მუხტის გადატანისა და ფოტოგადატანის კვანტურმექან. თეორიის დამუშავებას. მან შექმნა ამ მიმართულების თეორეტიკოსთა სამეცნ. სკოლა. აქტ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საზ. საწყისებზე.
თხზ.: Кинетика химических реакций в полярных растворителях, კრ.: Итоги науки и техники. Физическая химия. Кинетика, т. 2, М., 1973 (თანაავტ. А. М. Кузнецов); Кинетика гетерогенных химических реакций в растворах, კრ.: Итоги науки и техники. Кинетика и катализ, т. 5, М., 1978.
ლიტ.: К u z n e t s o v A. M., S c h u l t z e I. W., U l s t r u l P. W., Revaz R. Dogonadze (1931―85), «Journal of Electroanalytical Chemistry»
რ. ჩაგუნავა