დოღონაძე ნათელა რევაზის ასული

დოღონაძე ნათელა რევაზის ასული (დ. 13.V.1954, მოსკოვი), პედაგოგი, ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელი. პედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000), საქართვ. პედ. მეცნ. აკადემიის წევრი (2000), საქართვ. განათლების მეცნ. აკადემიის წევრი (2001), ევრომეცნიერთა (Euroscience) აკადემიის წევრი (2000–07), საქართვ. ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) პრეზიდენტი (1995–97).

1978 დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხოურ ენათა სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი. 1978–83 და 1999–2006 მუშაობდა ამავე ინ-ტში, 1983–2009 – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1998-იდან მუშაობს შავი ზღვის საერთაშ უნ-ტში (2006-იდან – პრორექტორის თანამდებობაზე), არის ამავე უნ-ტის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სრული პროფესორი.

დ-ის კვლევის თემაა უცხოური ენების სასწ.-მეთოდიკური კომპლექსის შედგენისა და გამოყენების პრობლემა მოზრდილთა სწავლებაში (ინგლისური ენის მაგალითზე). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 6 სახელმძღვანელო (4 – თანაავტორ-თან ერთად), 1 მონოგრაფია (თანაავტორთან ერთად), ლექსიკონი.