არხოტი

არხოტი, არხოტის ხეობა, ხეობა პირიქითა ხევსურეთში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. შემოზღუდულია მაღალი მთებით და მყინვარებით. -ის ხეობაში მოქცეულ პირიქითა ხევსურებს არხოტიონებს უწოდებენ. ძველად მოსახლ. გაერთიანებული იყო -ის თემში, რ-ის ორი სოფელი ახიელი და ამღა ჯერ კიდევ არსებობს, ხოლო ჭიმღა დაცარიელებულია. შუა საუკუნეებში გუდანის ხატის სათავეში მდგომი ხევისბერები ცდილობდნენ არხოტელები თავის ყმებად ექციათ, მაგრამ დიდი და ხანგრძლივი წინააღმდეგობის შედეგად მათ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. -ის ხეობის ცენტრ. ღერძს არხოტისწყალი წარმოადგენს. მის ვიწრო კალაპოტს მიუყვება ცენტრ. საგზაო კომუნიკაცია – ბილიკი ბარისახოდან ინგუშეთისაკენ. ბილიკის იმ მონაკვეთზე, სადაც ხეობა ძალზე დავიწროებულია ცადაზიდული კლდეებით, მცირე დავაკების შუა წელზე აგებულია საბრძოლო დანიშნულების განივი ზღუდე-კედელი, რ-იც აღმ-ით კლდეს ებჯინება, დას-ით კი მდინარეში ეშვება. კედელში დატანებულია ალაყაფის კარი და ინგუშეთიდან მომავალი გზისკენ მიმართული სათოფურები. აქვეა საბრძოლო-საცხოვრ. კოშკის ნანგრევები. ამ ადგილს ხევსურები ქავის კარს უწოდებენ. იგი საიმედოდ კეტავდა ხეობაში შემავალ გზას და იცავდა სოფლებს მტრის თავდასხმისაგან. მას ამღელები და ახიელელები დარაჯობდნენ. -ის ხეობაზე რამდენიმე გზა გადიოდა (იხ. არხოტისთავისღელე). ხეობაში მრავლადაა სალოცავი ჯვარხატები. მათგან მთავარია არხოტის ჯვარი.

ლიტ.ქალდანი ა., „ქავის კარი“ – სახევო დაცვითი ნაგებობა არხოტში, «ძეგლის მეგობარი», 1984, № 66.

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე