არღუნი

არღუნი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემში), ალევის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. დუშეთისხევის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1200 მ, დუშეთიდან 7 კმ. 163 მცხ. (2014).

სოფელში იდგა პეტრე და პავლე მოციქულების შუა საუკ. ერთნავიანი ეკლესია, რ-იც XX ს. 30-იან წლებში დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს (ასეთივე ბედი ეწია სოფლის სხვა სალოცავებსაც). მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომელთა და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით, არქიტექტორების გ. ქალებაშვილის, ა. შავერდაშვილის და ნ. მინდორაშვილის მეთვალყურეობით ძეგლი აღდგენილია 1990 თითქმის თავდაპირველი სახით.