არაბიძე ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე

არაბიძე ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე (21. II. 1881, ზესტაფონი, - 8. VIII. 1951, თბილისი), მსახიობი. 1908-იდან მუშაობდა თბილ., ქუთ., სოხუმის, ბათუმის, ჭიათურისა და ბაქოს ქართ. თეატრებში. ასრულებდა სახასიათო და დრამ. როლებს. მისი საუკეთესო სცენური სახეებია დარისპანი (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), გოგია დიაკვანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მოხუცი მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“) და სხვ. 1916-იდან იღებდნენ კინოში. შეასრულა როლები: დათია („ქრისტინე“, რეჟ. ა. წუწუნავა, 1916), ონისე („მამის მკვლელი“, 1923), კორძაია („ნათელა“, 1926) ორივეს რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, ბელას მამა („ბელა“, რეჟ. ვ. ბარსკი, 1927), ჰასანი („ჰასანი“, რეჟ. კ. მიქაბერიძე, 1932), მიხო („უდაბნო“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1932), მჭედელა („უკანასკნელი ჯვაროსნები“, რეჟ. ს. დოლიძე, 1934), ხეცია („ნარინჯის ველი“, რეჟ. ნ. შენგელაია,1937), მღვდელი („აკაკის აკვანი“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1947) და სხვ. 1937 იყო რეპრესირებული და შემდგომ -  რეაბილიტირებული.

ა. გვენცაძე