თოდაძე ერმალო ბესარიონის ძე (1. I. 1887, სოფ. ზედა დიმი, ახლანდ. ბაღდადის მუნიციპალიტეტი, – 1. I. 1969, თბილისი), ქირურგ-უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). 1916 დაამთავრა იურიევის (ახლანდ. ტარტუ) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1917–18 მოქმედ არმიაში იყო. 1921-იდან მუშაობდა თბილისში გ. მუხაძესთან, 1937იდან – თსსი-ის პედიატრიული, სანიტ. და სტომატოლოგიური ფაკ-ტების ზოგადი ქირურგ. კათედრის გამგედ. თ-მ შეისწავლა თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებები, შარდ-სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგიის საკითხები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: შარდის პერმანგანატ-სინჯი. თირკმლების პათომორფოლოგიურ ცვლილებებთან შეფარდება, ტფ., 1935; Общая хирургия. Краткий курс, Тб., 1959.
ლიტ.: ბ ა ბ უ ხ ა დ ი ა ვ., ერმალო თოდაძე, თბ., 1971.