ბობოთი, სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გურნის თემში (იმერეთის რეგიონი), ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდ. წყალწითელასა და მის მარჯვ. შენაკად ჭალის წყალგამყოფ სერზე. ზ. დ. 420 მ, ტყიბულიდან 30 კმ, ორპირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 69 მცხ. (2014). სოფელშია შუა საუკ. ციხე.