ბაკური

ბაკური (გ. დაახლ. 553-ის შემდეგ), ბიზანტიელი სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, პერანის ძე.

სამხ. სარბიელზე 547-იდან გამოვიდა. იტალიაში იბრძოდა ოსტგუთთა მეფეების ტოტილას (541 – 552) და ტეიას (552) წინააღმდეგ.

წყარო: პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.