დონაური ელენე იოსების ასული

ე. დონაური

დონაური ელენე იოსების ასული (ფსევდ.; ქალიშვილობის გვარი – ვაჩნაძე; ქორწინებისა მარჯანიშვილი) [15(27). III. 1890, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 16. X. 1955, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). კ. მარჯანიშვილის მეუღლე.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1906) სწავლობდა დრამ. კურსებზე თავდაპირველად თბილისში, შემდეგ – პეტერბურგში.

ე. დ ო ნ ა უ რ იოთარაანთ ქვრივი შ. დადიანის „ჩატეხილი ხიდი".

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1908 ლ. იავორსკაიას საგასტროლო დასში. 1908–20 იყო რუსეთის თეატრების [პეტერბურგი (ვ. კომისარჟევსკაიას თეატრი), უმანი, ტაგანროგი და  სხვ.], 1920–26 – თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის, 1926– 28 – თბილ. მუშათა თეატრის, 1928–55 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. თამაშობდა ჰეროიკულ-დრამ., აგრეთვე სახასიათო როლებს.

გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, ტემპერამენტით. მნიშვნელოვანი როლებია: ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო"), ბაბულია (ს. შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები"), ხასინტა (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო"), დედოფალი ჰერტრუდა (უ. შექსპირის „ჰამლეტი"), ოთარაანთ ქვრივი (შ. დადიანის „ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ქალბატონი ჰიგინზი (ბ. შოუს „პიგმალიონი") და სხვ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

შ. ცუცქირიძე