დონაური პეტრე მიხეილის ძე

დონაური პეტრე მიხეილის ძე (1802, სანქტ-პეტერბურგი, – 1863, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოდან რუსეთს გადასახლებულ ქართვ. აზნაურთა შთამომავალი, გენ.-მ. მ. დონაურის ვაჟი.

სხვადასხვა დროს ეჭირა ვლადიმირის (1842–51) და სანქტ-პეტერბურგის (1851–62) გუბერნატორის პოსტი.

1851-იდან იყო საიდუმლო მრჩეველი, 1855–63 – სენატორი და სახელმწ. კონტროლიორის ამხანაგი (მოადგილე).