„დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის“, XVI–XIX სს. დოკუმენტების კრებული, შედგენილი ნ. ბერძენიშვილისა და მ. ბერძნიშვილის მიერ.
I წიგნი გამოვიდა 1962. დოკუმენტები შეეხება ფეოდ. თბილისს, ქრონოლოგიურად 1505-იდან XIX ს-მდე. ტექ. მიზეზების გამო გამოცემისას მასალა მექანიკურად გაიყო ორ ნაწილად. პირველ წიგნში შესული საბუთები 1771-ით წყდება.
კრებულში შესულია ნასყიდობის, წყალობის, შეწირულობის, პირობის, გარიგებისა და სხვ. წიგნები, გასამყრელოები, არზები, ოქმები, განჩინებები და სხვა სახის დოკუმენტები (სულ 274 საბუთი). ისინი ამოკრეფილია საქართვ. ცენტრ. საისტორიო არქივისა და ხელნაწერთა ინ-ტის ფონდებიდან.
დოკუმენტები ასახავენ ფეოდ. თბილისის სოც. და ეკონ. მდგომარეობას, თბილისურ ყოფა-ცხოვრებას, სამოხელეო და საქალაქო წყობას, მეურნეობას თბილისში და მის გარეთ, ვაჭრობას, ხელოსნობას, საქალაქო მეურნეობას, საცხოვრ. და სამეურნ. ნაგებობებს, ქალაქის გარეგან სახეს. კრებულს დართული აქვს პირთა და გეოგრ. სახელთა საძიებელი და თბილისური ტოპონიმიკა.
მ. ბერძნიშვილი