დოლი ც ხ ვ რ ი ს ა, ბატკნის მოგების დრო.
აღმ. საქართვ. მთიანეთში (თუშეთ-ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი), სამცხე- ჯავახეთი. ბაგურ კვებაზე მყოფ დედალი ცხვრის ფარაში შემოდგომაზე [გიორგობიდან 10 (23) ნოემბ.] ერკემლებს შეურევენ, რათა დ. ძვ. სტილით აპრ. დასაწყისში, "ოცობაში" (ოცი კვირის გასვლის შემდეგ) დაიწყოს.
ეთნოგრ. მონაცემებით "ოცობა" გაზაფხულის ბუნიობაა ("ოცობასა, ორობასა, დღე და ღამე სწორობასა"). მომთაბარე ცხვარში (იგულისხმება საძოვარზე გაშვებული დედალი ცხვრის ფარა) ერკემლებს ოქტ-ში უშვებენ, რადგან ზამთრის საძოვარზე დ-ის ადრე დასაწყებად ხელსაყრელი პირობები იქმნება.
დ-ის დაწყების დროს გაჩენილ პირველ ბატკანს "დოლის თავი" ეწოდება. იგი აღმ. საქართვ. მთიანეთსა და ქსნის ხეობაში სამსხვერპლო პირუტყვად მიაჩნდათ და ანთროპომორფულ, მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაებებს სწირავდნენ.
მ. მაკალათია