დოიაშვილი თეიმურაზ იოსების ძე

დოიაშვილი თეიმურაზ იოსების ძე (დ. 29. XII. 1948, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1970). სხვადასხვა დროს იყო ჟურნალების – „კრიტიკის“, „ქართული მწერლობის", „ცისკრის", „ლაშარის" მთ. რედაქტორი; ხელმძღვანელობდა კრიტიკის ბიუროს საქართვ. მწერალთა კავშირში. 1973-იდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. 1999–2004 იყო ამავე ინ-ტის ლიტერატურის თეორიისა და ლექსთმცოდნეობის განყ-ბის გამგე. 2004-იდან ხელმძღვანელობს „გალაკტიონის კვლევის ცენტრს", არის რედაქტორი ლიტ.-თეორ. და ლიტ.-სამეცნ. ყოველწლიური ლიტ. კრებულისა „გალაკტიონოლოგია". პირველი წერილი „სერგი გორგაძე და ქართული ვერსიფიკაციის საკითხები“ 1972 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსის ევფონია" – 1981. ავტორია წიგნებისა: „ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები“ (1982), „დაკარგული გასაღების ძიებაში“ (1985), „გუშინ, დღეს, ხვალ" (1989), „ვერსიფიკაციული პორტრეტები" (1999), „Enjambement" (2000), „პოლემიკას რა უნდა" (2001), „დაბრუნება" (2003), „ორნი ერთ ნავში" (2006), „ანდერძი ტარიელისა" (2007). გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სტატია ლიტ. ისტორიის, ლიტ. თეორიის, ლექსთმცოდნეობისა და კრიტიკის პრობლემებზე.

მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (1994), ლიტ. პრემია „საბა", მ. ჯავახიშვილის პრემია (ორივე 2004), ი. ჭავჭავაძის პრემია „საგურამო" (2009), გ. კიკნაძის სახ. პრემია (2010).