დოლაბერიძე ნანული მიხეილის ასული (დ. 8. XI. 1942, ქუთაისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1999). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა ავღანეთში, ქ. მაზარი-შერიფის აზოტოვანი სასუქების საწარმოში კონსულტანტად (1979– 81). 2006-იდან მუშაობს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგანული ქიმიის ინ-ტში. კვლევის ძირითადი თემაა: ალუმინსილიკატურ სისტემებში მიმდინარე ცეოლითწარმოქმნის და იონმიმოცვლითი პროცესები. მიღებული აქვს ალ. თვალჭრელიძის პრემია (2005).