დმანური ფელსი

დმანური ფელსი სპილენძი XIII ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი.

დმანური ფელსი, მეფე დავით VI ნარინის მიერ დმანისში 1245 მოჭრილი სპილენძის მონეტა.

შუბლზე, ცენტრში, ასომთავრული მონოგრამაა – მეფის სახელი (დავით), გარშემო გასდევს სპარს. წარწერა: „მონა ყაანისა, ქვეყნის მპყრობელისა, დავით მეფე". ზოგიერთ ეგზემპლარზე აღნიშნულია აგრეთვე მოჭრის თარიღი ქართ. ქორონიკონით (465). ზურგზე ხუთსტრიქონიანი არაბ. ზედწერილია: „ქალაქსა დმანისს ხანგრძლივ ჰყოს იგი ღმერთმან (წელსა) ექვსას ორმოცდაორსა (ჰიჯრით)", ე. ი. 1244/45 წელი.

ლიტ.: ლ ო მ ო უ რ ი  თ., XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B; წ ე რ ე თ ე ლ ი  გ., დმანისის მონეტის გამო, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2; П а х о м о в  Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970.

ი. ჯალაღანია