დიყი

დიყი (Heracleum), მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.

მაღალი, ორ და მრავალწლოვანი ბალახები. აქვთ დიდი დანაკვთული ან მთლიანი ფოთლები, რთულ ქოლგად შეკრებილი თეთრი, იშვიათად

დიყი სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi)

მომწვანო-ყვითელი ან კაშკაშა ვარდისფერი ყვავილები. 70-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია აღმ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში.

საქართველოში 21 სახეობაა, მათგან 6 საქართვ. ენდემია, 8 – კავკასიისა. იზრდება უმეტესად ტყესა და სუბალპურ სარტყელში. სუბალპურ მაღალბალახეულში ფართოდაა გავრცელებული სოსნოვსკის დ. (H. sosnowskyi) და მანტეგაცის დ. (H. mantegazzianum). დ. სასილოსე და დეკორ. მცენარეა, მის ნორჩ ყლორტებს მთის მოსახლეობა საჭმელად იყენებს. ფოთოლი და ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით.

ფოთლები და ღერო შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს.

რ. გაგნიძე