გამყრელიძე გიორგი სამსონის ძე

გამყრელიძე გიორგი სამსონის ძე  (18. VIII. 1902, ქუთაისი, – 6. VII. 1953, თბილისი), ეკონომისტი, სტატისტიკოსი, დემოგრაფი. სახელმწ. სტატისტ. ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. 1920–24 სწავლობდა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის ეკონ. განყ-ბაზე. 1926–28 მუშაობდა თბილ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალში. 1938–53 ხელმძღვანელობდა თსუ-ის სახ.-სამეურნეო აღრიცხვის (1944-იდან სტატისტიკის) კათედრას.

თხზ.: ხელოსნობა ტფილისში, ტფ., 1926; საქართველოში ამქართა წარმოშობის საკითხისათვის, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1941, ტ. 2, № 6; თეორიული სტატისტიკა, ნაწ. 1–2, თბ., 1947–49; დემოგრაფიული სტატისტიკა, თბ., 1955.

ვ. ჯავრიშვილი