ინწკირველი გიორგი (გივი) ზაქარიას ძე (8. III. 1926, თბილისი, – 19. VII. 2004, იქვე), იურისტი, პოლიტოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997). იურიდ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986).
დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1948). 1951-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში, იყო იურიდ. ფაკ-ტის დეკანი (1952–66 და 1989–98), სამართ. თეორიისა და კონსტ. სამართ. კათედრის გამგე (1964–2004).
ი-ის ძირითადი შრომები ეხება სახელმწ. და სამართ. ზოგადი თეორიის, პოლიტ. მოძღვრებათა ისტორიის, დემოკრატიისა და კონსტ. სამართ. პრობლემებს.
ი. ხელმძღვანელობდა თსუ-ის სტრუქტურაში არსებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სამეცნ.-საკოორდინაციო საბჭოს. იყო საქართვ. საკონსტიტუციო სამართ. სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს თავ-რე; მსოფლიო იურისტთა ასოციაციის საპატიო წევრი (1998); უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშ. აკად. ნამდვ. წევრი (1994) და სხვ. 1993 საქართვ. პარლამენტმა აირჩია სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის წევრად და ამ კომისიის თავ-რის მოადგილედ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მ.შ. ღირსების ორდენი (1996) და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2001). თბილ. საპატიო მოქალაქე (2002).
თხზ.: კანონი და პიროვნება, თბ., 1974; სამართალმცოდნეობა, თბ., 1992 (თანაავტ. და რედ.); სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბ., 2011.