ინწკირველი ლევან გრიგორის ძე

 

ლ. ინწკირველი

ინწკირველი ლევან გრიგორის ძე (1.VI.1927, ქუთაისი, – 31.X. 2010, იქვე), სპორტსმენი (კალათბურთი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1950). ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ტიტულოვანი და სახელოვანი წარმომადგენელი.

დაამთავრა თსუ (1952). თამაშობდა თბილ. „დინამოში" (1947–64). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 1953–54), სამგზის მეორე (1959–61) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი. სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1949–51). საბჭოთა კავ­ში­რის ხალხთა II სპარტაკიადის მეორე პრიზიორი სა­ქართვ. ნაკრების შემადგენლობაში (1959). თბილ. „დინამოს" მოთამაშე მწვრთნელი (1963–64) და მთ. მწვრთნე­ლი (1967–70). მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა სსრკ ჩემპიონი (1968), მეორე პრიზიორი და თასის მფლობელი (1969), ითამაშა ევროპის თასის მფლობელთა თასის ფინალში. წვრთნიდა „ნორჩ დინამოელებს", რ-ებიც სსრკ ჩემპიონები გახდნენ (1970). სა­ქართვ. დამს. მწვრთნე­ლი (1969).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).