ინწკირველი შოთა ვალერიანის ძე (14. IX. 1929, ოზურგეთი, –14. XI. 1994, თბილისი), მოჭადრაკე, მწვრთნელი. სსრკ დამს. მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან საერთაშ. დიდოსტატები: ზ. აზმაიფარაშვილი, ნ. გურიელი, გ. ზაიჩიკი, საერთაშ. დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში დ. გურგენიძე; საერთაშ. ოსტატები: ა. იაშვილი, თ. ტაბატაძე; ოსტატები: ც. კახაბრიშვილი, თ. ლომაია, ქ. და ნ. მელაშვილები, მ. წერეთელი; საქართვ. დამს. მწვრთნელები: გ. მაჭარაშვილი, კ. ჩიგოგიძე, გ. ხომერიკი.
წლების განმავლობაში ჭადრაკის კუთხე მიჰყავდა გაზ. „საქართველოს რესპუბლიკასა" და ჟურნ. „პიონერში". გამოქვეყნებული აქვს თეორ. ხასიათის წერილები ჭადრაკზე, ავტორია წიგნისა „სისადავის სიდიადე" (2004).
დ. გურგენიძე