ისაკაძე შალვა გიორგის ძე

ისაკაძე შალვა გიორგის ძე (დ. 22. VIII. 1936, თბილისი), დეკორატორი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (2005); სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983); თბილ. მთ. დეკორატორი (1995-იდან).

1959 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი დეკორ. მებაღეობისა და ლანდშაფტური არქიტ. განხრით. 1969–74 იყო თბილ. საქალაქო საბჭოს დეპუტატი და გამწვანების ტრესტის მმართველი, 1972–76 – სა­ქართვ. მეცნ. აკად. ­ცენტრ. ბოტან. ბაღის მთ. დეკორატორი, 1956 – მწვანე მშენებლობაში ქართული ჩუქურთმის დანერგვის ავტორი, 1974–78 – სა­ქართვ. მეცნ. აკად. ბიოლ. ­განყ-ბის სწავლული მდივანი, 1982–90 – მცხე­თის მთ. დეკორატორი. 1983-იდან საქართვ., 1983–91 – სსრკ-ის არქიტ. კავ­ში­რის წევრია. 1993–2003 იყო ლანდშაფტის არქიტ. და გარემოს დაცვის კომისიის თავ-რე. 1970– 2005 ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში, სპი-სა და აგრ. უნ-ტში. 2003–05 იყო სა­ქართვ. აგრ. უნ-ტის დეკორ. მებაღეობისა და ლანდშაფტური არქიტ. კა­თედრის გამგე.

ი. ავტორია ე. წ. „სა­ქარ­თველოს ბაღისა" მამაის ყორღანზე (ვოლგოგრადი; 1966), სა­ქართვ. ექსპოზიციის გამწვანებისა სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენაზე (ВДНХ) (მოსკოვი; 1983) და სხვ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ავტორობით შექმნილია მრავალი პარკი, სკვერი, ბაღი, ­გაფორმებულია შენობები, გამწვანებულია ტერიტო­რიები; კერძოდ, თბილ. დენდროპარკი (1959), თსუ-ის მთ. კორპუსის შემოგარენი (1968), სა­ქართვ. ალკკ (ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავში­რი) შენობა (ლანდშაფტური გაფორმება; 1968), სანატორიუმი „სა­ქარ­თველო" წყალ­ტუბოში (გამ­წვანება, 1983), ი. სტალინის სახლ-მუზეუმი გორში (ლანდშაფტური გაფორმება; 1985), პარკი და თეატრონი მცხეთაში (1985), პარკი რუსთავში (1986), დიდუბის გამოფენის ცენტრისა (1992) და რუსთაველის გამზირის (1996) გამწვანება-რეკონსტრუქცია, გმირთა მოედანზე სა­ქართვ. ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სა­ხელობის ბაღის (2005) გამწვანება და სხვ.

ი-ის ხელმძღვანელობით მოეწყო ყვავილების დღესასწაული და გამოფენა საქართვ. მრავალ ქალაქში. ი. თანამშრომლობს ქართ. ენციკლოპედიის რედაქციასთან და­არსებიდან დღემდე. არის საქართვ. ეროვნ. აკადემიის (2000), სა­ქართვ. ეროვნ. და სოც. ურთიერთობის აკადემიის (2003), იუნესკოს საერთაშ. პროგრამის „ადამიანის და ბიოსფეროს" ­საქართვ. ეროვნ. კომიტეტის (2010-იდან), სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ეკოლ. კომისიის წევ­რი (2015).

ი. მრავალი სამეცნ. ნა­შრო­მისა და 12 მონოგრაფიის ავტორია. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).

თხზ.: სან-სუსის ბაღი, თბ., 1960; თბილისის ბოტანიკური ბაღი, თბ., 1969; სა­ქარ­თვე­ლოს ხალიჩოვანი მცენარეები, თბ., 1970; ვერსალის პარკი, თბ., 1980; დეკორატიული დაბალბალახოვანი ადგილობრივი მცენარეები, წგ. 1, თბ., 2005; დეკორატიული დაბალბალახოვანი ინტროდუცირებული მცენარეები, წგ. 2, თბ., 2009.