თურქისტანიშვილი ერასტი (დ. წ. უცნობია, – 1735), მწიგნობარი. ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში 1724. მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა „აპოფთეგმატა" (იხ. აპოფთეგმა), რ-ის ორი რედაქცია არსებობს – ვრცელი და მოკლე. თ-ის მიერ თარგმნილი მოკლე რედაქცია ვახტანგ VI-მ გალექსა და „სიბრძნე მალაღობელი" უწოდა.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; ძ ო წ ე ნ ი ძ ე ლ., რუსული „აპოფთეგმატას" ქართული რედაქციები, თბ., 1959.
გ. იმედაშვილი