იოსელიანი ავთანდილ შოთას ძე (17. VIII. 1950, თბილისი, – 13.XI. 2007, იქვე), გენერალ-ლეიტენანტი (1996).
1973 დაამთავრა სპი-ის სატრანსპ. ფაკ-ტი, 1974–75 იყო სსრკ უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების კურსანტი (ქ. მინსკი). 1975–87 მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე სახელმწ. უშიშროების კომიტეტში. 1987–91 იყო აფხაზეთის ასსრ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რის მოადგილე, 1991–92 – თავ-რე. 1992–93 – საქართველოს რესპ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რის მოადგილე, 1993 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. 1995–96 იყო საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, 1997–2004 – საქართველოს დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რე.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1996).
ლ. დოლიძე