იოსელიანი დიმიტრი ზაქარიას ძე

იოსელიანი დიმიტრი ზაქარიას ძე [12. I. 1820 – 24. I. 1900, ქ. ხერსონი (უკრაინა)], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1882), გენ.–მ. ზ. იოსელიანის ­შვი­ლი.

ყირიმის (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. 1878-იდან პოლკოვნი კი. 1859–82 მსახურობდა აღმ. ციმბირის გენ.-გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა მიმართულებით. 1882 სამსახურიდან გადადგა.

დაკრძალულია ქ. ხერსონში, წმ. ეკატერინეს ტაძრის გალავანში.

მ. გოგიტიძე