იოსელიანი დიმიტრი მელიტონის ძე (2. XII. 1913, სოფ. ჩიბათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 13. III. 1989, თბილისი), სპორტსმენი (მძლეოსნობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1936). საქართვ. ფიზ. კულტურის და სპორტის დამს. მოღვაწე (1978).
დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის სამრეწვ.-ეკონ. ფაკ-ტი (1938) და მოსკოვის ცენტრ. ფიზ. კულტურის ინ-ტი (1949). იყო სპორტული საზ-ბა „ნაუკას" თავ-რის მოადგილე (1937–41), ასევე მოსკოვში საქართვ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე (1944–45), საქართვ. სახელმწ. ფიზიკური კულტ. ინ-ტის რექტორი (1945–53), მძლეოსნობის კათედრის გამგე (1956–76) და პროფესორი (1979). მსოფლიოს რეკორდსმენი ადგილიდან ხტომაში (1936). საქართველოს, კავკასიისა და სსრკ მრავალგზის რეკორდსმენი მძლეოსნურ ტყორცნებსა და ხტომებში. იყო მრავალი სამეცნ. შრომისა და გამოგონების ავტორი მძლეოსნობის თეორიისა და პრაქტიკის დარგში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. ციბაძე