იოსელიანი ეგნატე ონისიმეს ძე (1843, ქუთაისის მაზრა, – 1926), რევოლუციონერ-ხალხოსანი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა სემინარიაში, 1874 დაამთავრა პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინ-ტის სატყეო ფაკ-ტი. 1873–74 ხელმძღვანელობდა პეტერბურგის „კავკასიელთა რევოლუციურ წრეს“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მ. ქ. ყიფიანთან და ი. ქიქოძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა კავკასიის სოც.რევ. საზ-ბას. მან თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობისაგან შეადგინა რაზმები, რ-თაც ურიგებდა რევოლუციურ ლიტ-რას და კოორდინირებას უწევდა მათ საქმიანობას. ი-ის ბინაში ხშირად იმართებოდა თათბირები და კრებები. შექმნა საიდუმლო წრე, კავშირი გააბა ამიერკავკასიის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ახალგაზრდა რევოლუციონერებთან.
1876 ოქტომბერში ი. დააპატიმრეს, 2 წლის შემდეგ ორენბურგის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც XIX ს. 80-იან წლებში დაბრუნდა.
ხალხოსნური მოძრაობის კრახის შემდეგ ი-მა ხელი აიღო რევოლუციურ საქმიანობაზე და პოლიტ. ბრძოლის ასპარეზს ჩამოსცილდა. XX ს. დასაწყისში თბილისში მოღვაწეობდა, იყო კავკასიის სას.სამ. საზ-ბის მდივანი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ბ ა ბ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.
პ. ყიფიანი