იოსელიანი ზაქარია ონისიმეს ძე (1786 – 24. IV. 1866, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1828). გენ.-მ. დ. იოსელიანის მამა.
1807-იდან მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში. მონაწილეობდა 1812 რუს. სამამულო ომში, რუსეთ-ირანისა (1826–28) და რუსეთ-ოსმალეთის (1828–29) ომებში. 1819 მიიღო პოლკოვნიკის წოდება, 1834 გავიდა თადარიგში.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე ოქროს იარაღით.
ლიტ.: Гогитидзе М., Военная элита Kавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007.
მ. გოგიტიძე