იოსელიანი თეიმურაზ კლიმენტის ძე

 

თ. იოსელიანი

იოსელიანი თეიმურაზ კლიმენტის ძე (21. X. 1929, ქუთაისი, – 16. VII. 2013, თბილისი), ფიზიოლოგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1983). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1970). ­თავის ტვინის კვლე­ვის საერთაშ. ორგანიზაციის წევრი. სა­ქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი და მისი პირველი პრეზიდენტი (1994), სა­ქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის (1994), სა­ქართვ. ეკოლ. მეცნ. აკადემიის (1995), ნიუ-იორკის (აშშ) მეცნ. აკად. (1995) წევრი.

1955 დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი. 1958-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლ. ინ-ტის უმც­რო­სი, 1962-იდან კი უფრ. მეცნიერი თანა­მშრო­მელი, 1976– 83 – ამავე ინ-ტის თავის ტვინის ნერვული ცენტრების ფუნქ­ციური ორგანიზაციის კვლევითი ლაბორატორიის გამგე. თსუ-ის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლ. კათედ­რის გამგე (1978–2006).

ი-მა შეისწავლა კუნთოვანი და ნერვული ბოჭკოების ფიზიოლოგიის ზოგიერთი ასპექტი, ტონური და ტეტანური ნერვ-კუნთოვანი აპარატის პესი­მალური და ოპტიმალური ეფექტები, ზურგის ტვინის რეფლექსური მოქმედების შემაკავებელი მექანიზმები, თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედების ნერვული მე­ქანიზმები, მიკროელექტროდული ტექნიკის გამოყენებით – თავისა და ზურგის ტვინის ცალკეულ ნეირონთა უჯრედშიგა და უჯრედგარეთა ელექტრული პოტენციალები, ცხოველთა მოკლევადიანი მეხსიერების ფენომენი და სხვ.

1998 აშშ-ში დაჯილდოვდა „2000-წლეულის ოქროს საპატიო მედლით" და სიგელით – „1998 წლის გამოჩენილი ადამიანი". მიღებული აქვს აგრეთვე ივ. ჯავა­ხი­შვი­ლის, ი. ვ. გოეთეს, ე. ჰეკელის, მ. მუხაძის და ზაზა ფანასკერტელის სამახსოვრო მედლები, სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998) და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმ­წ. პრემია (2002).

თხზ.: ზო­გა­დი ნეიროფიზიოლოგია, თბ., 1993; ვისცერალური სისტემები, თბ., 1996; ადამიანის ფიზიოლოგია: კუნთოვანი და ნერვული სისტემები, თბ., 2001.