იოსელიანი მიხეილ სტეფანეს ძე (15. XI. 1926, სოფ. მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 22. XII. 1992, თბილისი), გეოლოგი და გეოფიზიკოსი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1990).
1950 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1954–92 მუშაობდა გეოფიზიკის ინ-ტში (1971–92 – სეისმოძიების განყ-ბის გამგე).
ი-ის ძირითადი შრომები ეხება დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს სიღრმული აგებულების შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოფიზ. მეთოდებით კვლევას (სეისმოძიება, მაგნიტოძიება), საინჟ. გეოლ. ამოცანების გადაწყვეტას. მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება კახეთის ტერიტორიის სამხრ. ნაწილისა და კოლხეთის დაბლობის ზოგიერთი პერიფერიული უბნის ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის შესახებ.
თხზ.: Строение осадочного комплекса и кристаллического фундамента территории Грузии по геофизическим данным, Тб., 1969; Глубинное геологическое строение межгорной депрессии Восточной Грузии по сейсмическим данным, Тб., 1973 (თანაავტ.); Строение литосферы территории Грузии по сейсмическим данным, Тб., 1989 (თანაავტ.).