იოსელიანი ჯაბა ­კონსტანტინეს ძე

იოსელიანი ჯაბა ­კონსტანტინეს ძე (10. VII. 1926, ხაშური, – 4. III. 2003, თბილისი), პოლიტიკოსი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1982). ახალგაზრდობაში წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს სხვა­დასხვა დანა­შა­უ­ლისათვის. შემ­დეგ, 1973 დაამთავრა საქართვე­ლოს თეატრ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი. 1973–75 მუ­შა­ობ­და კინოსა და თეატრის ხელოვნების მუზეუმში, 1975–89 – თეატრ. ინ-ტში სწავლულ მდივნად, შემდგომ თეატრისა და კინოს სექტორის უფროსის მოადგილედ სამეცნ. დარგში.

1989 დააარსა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონი", რ-იც 1991 თებერვალში ზ. გამსახურდიამ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო ი. „მხედრიონის" წევრებთან ერთად დააპატიმრეს. 1991 დეკემბერში ი-მა ციხიდან გაქცევა მოა­ხერ­ხა და სა­ქარ­თვ. ეროვნ. გვარდი­ის განდგომილ წევრებს შეუერთდა კანონიერი ხე­ლისუფ­ლე­ბის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების მიზნით.

1992–93 ხელმძღვანელობდა „მხედ­რიონს" ე. წ. აფხაზეთის ომ­ში. 1993–94 ი. იყო ქართულ-აფ­ხაზური სამშვიდობო მოლაპარაკე­ბების საქართვ. დელეგაციის ხელმ­ძღვანელი ჟენევაში, 1989–95 – მაშველთა კორპუსის (ყოფილი „მხედრიონი") საპატიო თავ-რე, 1993–94 – საგანგებო მდგო­მა­რე­ო­ბის დროებითი კომიტეტის თავ-რე, 1992–95 – სა­ქართვ. პარლამენტის წევრი. 1995–99 იხდიდა სასჯელს სა­ქართვ. პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორ. აქტში მონა­წილეობის ბრალდებით.

არის პიესებისა და რომანების („სამი განზომილება" 1999, „ლიმონათის ქვეყანა", 2001) ავტორი. გამოქვეყნებულია მისი ესეები და მონოგრაფიები, სამეცნ. და ლიტ.-კრიტიკული წერილები.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.