იონა

იონა (ერისკაცობაში – ივანე სიმონის ძე  ვ ა ს ი ლ ე ვ ს კ ი) (1. III. 1762, კალუგა, – 22. VI. 1849, პეტერბურგი), სა­ქარ­თვე­ლოს ეგზარქოსი 1821–32. 1792 ­მღვდლად ეკურთხა, ერთი წლის შემდეგ დეკანოზის პატივი მი­ე­ნი­ჭა. 1807 აღიკვეცა ბერად და დაინიშ­ნა მონასტრის წინამძღვრად. 1808 დაინიშნა კალუგის სემინარიის რექტორად, 1810 კი – პეტერბურგის სას. აკად. ინსპექტორად. 1821 აპრილიდან ასტრახანის ეპარ­ქიას განაგებდა. მთავარეპის­კო­პო­სის ხარისხით იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა სა­ქართვ. ეგზარქოსად. 1828 წ. 22 აგვისტოს რუს. სინოდის გადაწყვეტილებით მი­ენი­ჭა მიტროპოლიტის ხარისხი.

ი. მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა კავკასიის მთიანეთში მცხოვრებთა შორის ქრისტიანობის აღდგენას. ამ მიზნით განსაკუთრებით გააქტიურდა „ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობა. მისი შუამდგომლობით კავკასიაში დაარსდა სას. სასწავლებელი.

ი-ს დროს ოსი მოსახლეობისათვის შემოიღეს ღვთისმსახურება ოსურ ენაზე. მან ხელი შეუწყო იოანე იალღუზიძეს ქართ. შრიფტის გამოყენებით ქართულიდან ოსურ ენა­ზე ეთარგმნა ლოცვები, კატეხიზმო, სახარება და სხვა სას. ლიტერატურა. ი. ცდილობდა საქართვ. ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვის დროს სლავური საეკ. გალობა დაეწესებინა. მისი ინიციატივით სას. სა­სწავ­ლე­ბელში სლავური გალობის სწავლება შემოიღეს. 1832 წ. 5 მარტს ეგზარქოსი ი. გადაიყვანეს პეტერბურგში.

ლიტ.: ფ ე რ ა ძ ე  ი., სა­ქარ­თვე­ლოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1981, № 4; Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901.

ე. ბუბულა­შვი­ლი