ინაური

ინაური, სოფელი ერედვის მუ­ნიცი­პა­ლი­ტე­ტის ბელოთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. პატარა ლიახვის ხეობაში. ზ. დ. 1780 მ.

სოფლის ზემოთ, ძველ ნასოფლარზე, დგას მაღალი, ე. წ. ზურგიანი კოშკი, რ-ის ახლოს, ტყე­ში, შემორჩენილია მრავალმხრივ საინტერესო, VIII–IX სს. ძლიერ დაზიანებული გუმბათოვანი ეკლესია.

ი. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли, Тб., 1975.