იმნაიშვილი ივა­ნე ბე­სა­რი­ო­ნის ძე

იმნაიშვილი ივა­ნე ბე­სა­რი­ო­ნის ძე (10. I. 1906, სოფ. ლა­შის­ღელე, ახლანდ. ლან­ჩხუ­თის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1988, თბილი­სი), ენათმენი­ე­რი. ფილოლ. მეცნ. დოქ­ტო­რი (1959), პრო­ფე­სორი (1960), სა­ქართვ. მეცნ. დამ­ს. მოღ­ვა­წე (1967). და­ამ­თავ­რა თსუ სა­ე­ნათ­მეც­ნი­ე­რო გან­ხრით (1930). 1930–38 ეწე­ო­და პედ. საქ­მი­ა­ნო­ბას ლან­ჩ­ხუთ­ში, მცხე­თა­სა და თბილის­ში. 1939–45 მუ­შა­ობ­და თსუ-ის ქართ. ენის კათედრაზე, კა­თედ­რის გა­ყო­ფის შე­მ­დეგ – ძვ. ქართ. ენის კა­თედ­რა­ზე (1945–88). 1949–51 იყო ა. პუშ­კი­ნის სა­ხ. თბი­ლ. სახელმწ. პედ. ინ­-­ტის ქართ. ენის კათედ­რის გამ­გე.

ი. იკ­ვლევ­და ძვ. ქართ. ენის ძეგ­ლე­ბს. მო­ამ­ზა­და და გა­მოს­ცა „ქარ­თუ­ლი ოთ­ხ­თა­ვის ბო­ლო ორი რე­დაქ­ცია" (1979), ახა­ლი აღ­თქ­მის წიგ­ნე­ბი­დან – „იო­ა­ნეს გამოც­ხა­დე­ბა" და მი­სი თარ­გ­მა­ნე­ბი (1961), თხზუ­ლების ძვ. ქართ. ვერსი­ას­თან ერ­თად წარ­მო­დგე­ნი­ლია ან­დ­რია კე­სა­რი­ე­ლის „თარგმანებაჲ". ტექსტს ახ­ლავს გა­მოკვლე­ვა და ლექ­სი­კო­ნი. ასე­ვე გა­მოკ­ვ­ლე­ვითა და ლექ­სი­კო­ნი­თურთ გა­მოს­ცა „წა­მე­ბა შვიდ­თა ყრმა­თა მა­კა­ბელთა" (1980).

ი. აბუ­ლა­ძეს­თან ერ­თად ი. მონა­წი­ლე­ო­ბდა ქართ. ოთ­ხ­თა­ვის ძვ. რე­დაქ­ცი­ის გა­მო­ცე­მა­ში სა­მი შატბერ­დუ­ლი ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით (გა­მოს­ცა ა. შა­ნი­ძემ, 1945), ძვ. ქართ. ენის კა­თედ­რის სხვა წევრებ­თან ერ­თად – სი­ნუ­რი და უდაბნოს მრა­ვალ­თა­ვე­ბის გა­მო­ცე­მა­ში.

ი-მა შე­ად­გი­ნა სას­წ. და­ნიშ­ნულე­ბის „ქარ­თუ­ლი ენის ის­ტო­რიუ­ლი ქრეს­ტო­მა­თია" ორ ტო­მად (ტ. 1, 1949; ტ. 2, 1963). ამავე და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა აგ­რეთ­ვე ი-ის გა­მო­ცე­მა „სა­კით­ხა­ვი წიგ­ნი ძველ ქარ­თულ ენა­ში" (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966). მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ვეფ­ხისტ­ყა­ოს­ნის" სიმ­ფო­ნი­ის შედგე­ნა­ში.

ი-მა ძვ. ქართ. ენის გრა­მა­ტი­კის სა­კი­თხებს მი­უძ­ღ­ვ­ნა ფუნ­და­მენტუ­რი ნაშრომები. მან შე­ავ­სო და ცალ­კე წიგ­ნად გა­მოს­ცა (1972) ძვ. ქართ. ენის მი­მო­ხილ­ვა და ტა­ბულე­ბი. ძვ. ქართ. ზმნის მორფოლ. სტრუქ­ტუ­რის კვლე­ვას ეძ­ღ­ვ­ნე­ბა მო­ნოგ­რა­ფია „ზმნა ძველ ქართულ­ში", რ-იც გა­მო­სა­ცე­მად მო­ამზა­და და 1996 მა­ი­ნის ფრან­კ­ფურტ­ში გა­მოს­ცა მის­მა ­შვილმა ვ. იმნა­ი­შვილმა. ამ ნა­შრო­მი­სათ­ვის ი. და ვ. იმ­ნა­იშ­ვი­ლებს მი­ე­ნი­ჭათ ა. შა­ნი­ძის სა­ხ. პრე­მია.

ი. თა­ნა­ავ­ტო­რია (ა. შა­ნი­ძე­სა და ლ. კვა­ჭა­ძეს­თან ერ­თად) ქართ. ენის სას­კო­ლო სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლოებისა. მას ეკუთ­ვ­ნის მე­თო­დი­კუ­რი წე­რი­ლე­ბი ძვ. და ახ. ქართ. ენის სწავ­ლე­ბის სა­კით­ხებ­ზე სკო­ლა­ში; წე­რი­ლე­ბის სე­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ქართ. სა­ლიტ. ენის ნორ­მა­ლი­ზაცი­ის სა­კით­ხებ­ზე. წიგ­ნად გა­მო­იცა მი­სი „ქარ­თუ­ლი პო­ე­ტუ­რი ენის სა­კით­ხე­ბი" (1966), აგ­რეთ­ვე „ვაჟა-ფშა­ვე­ლა და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენა" (1968).

თხზ.: ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი, თბ., 1948–49; სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ., 1957; სინური მრავალთავი. გამოკვლე­ვა და ლექსიკონი, თბ., 1975.

ზ. ჭუმ­ბუ­რი­ძე