იმედაძე ნათელა ­ვალერიანის ასუ­ლი

ნ. იმედაძე 

იმედაძე ნათელა ­ვალერიანის ასუ­ლი (2. VI. 1929, ­თბილისი, - 22. V. 2024, თბილისი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1977), ­პროფესორი (1986).

დაამთავრა თსუ-ის ფილო­სო­ფია-ფსიქოლ. ფაკ-ტი ფსი­ქოლ. სპეციალობით (1952). 1957–78 მუ­შაობ­და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში. 1973–2006 ხელმ­ძღვანელობდა ფსიქოლ. კა­თე­დრას თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში. არის ­ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის პროფესორ-ემერიტუსი, საქართვ. გა­ნათ­ლე­ბის მეცნ. აკად. წევრი (2001). გამოქვეყნებული აქვს მრა­ვა­ლი სამეცნ. ნა­შრო­მი ქართულ და უცხოურ ენებზე.

ი. არის ფსიქოლინგვისტიკისა და ემოციების ფსიქოლოგიის სპეციალისტი. საერთაშ. აღიარება მოუტანა ბილინგვიზმის ფუნდამენტური ფსიქოლ. მექანიზმებისა და მეორე ენის ათვისების ასაკობრივ კანონზომიერებათა შესწავლამ. აღნიშნული პრობლემატიკა გააზრებულია განწყობის თეორიის პოზიციიდან. იკვლევდა ბავშვთა ემოციებს. შექმნა ბავშვთა შფოთვის გაზომვის პროექციული მეთოდიკა, რ-იც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საქარ­თვე­ლო­ში და მის ფარგლებს გარეთ. შეისწავლა მოზარდთა შფოთვის დაძლევის სტრატეგიები.

თხზ.: ემოციური აღზრდის ფსიქოლოგიური საფუძვლები, თბ., 1973; Психологические вопросы усвоения русского языка в грузинской школе, Тб., 1966; Экспериментально-психологические исследования овладения и владения вторым языком, Тб., 1979; The acquisition of Georgian, კრ: The Crosslinguistic Study of Language Acquisition, N. Y., 1994