იმედაშვილი გაიოზ იოსების ძე

იმედაშვილი გაიოზ იოსების ძე (11. II. 1906, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 13. II. 1995, თბილისი), ლიტერატურათმცო­დნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1961), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969).

დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1929). 1935-იდან მუ­შა­ობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. იკვლევდა ძვ. ქართ. სას. და საერო მწერლობის, უპირატესად „ვეფხისტყაოსნის", პოეტიკისა და სტილის სა­კი­თხებს.

მის წიგნში „რუსთველოლოგია" (1941) ისტ.-კრიტ. მიმოხილვასთან ერთად შეჯამებულია კვლე­ვის ძირითადი ეტაპები და უმთავრესი პრობლემატიკა. ფუნდამენტური ნა­შრო­მი „რუსთველოლოგიური ლიტერატურა" (1957–65, 2002) შეიცავს 1712–1956 წლების ბიბლ. ანოტაციებს „ვეფხისტყაოსანზე". ი-ის მუ­შა­ო­ბის შედეგები განზო­გადებულია გამოკვლევებში «„ვეფ­ხისტყაოსანი" და ქართული კულტურა» (1968) და «„ვეფხისტყაოსანი" და ძველი ქართული მწერ­ლობა» (1989).

აღსანიშნავია ი-ის მონოგრაფიები: „ქართული საგალობლის პოეტიკის საკითხები" (1960), „რაინდული რომანი ქართულ მწერლობაში" (1965), „იოსებ იმედა­შვი­ლის ცხოვრების გზები" (1984), ასევე გამოკვლევები ძვ. ქართ. ეპიკური ძეგლე­ბისა („ამირანდარეჯანიანი", „სეილანიანი", „სირინოზიანი") და წერილები ი-ის თანამედროვე ­ქართვ. მწე­რალ­თა შემოქმედებაზე (ი. გრიშა­შვი­ლი, ტ. გრანელი, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გ. ტაბიძე და სხვ.).

თხზ.: ვისრამიანისა და ტრისტანიზოლდას ურთიერთობისათვის, თბ., 1939; ქართული კლასიკური ხანის მწერ­ლობის პატრიოტიკა, თბ., 1942; ვეფხისტყაოსნის პარალელები მეათე საუკუნის ქართულ ჰიმნოგრაფიაში, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2; ძველი ქართული ენისა და სტილის მიჯნებზე, თბ., 1966; „Четыре солнца" в „Слове о полку Игореве", М.–Л., 1950.

ლიტ.: დ ო ღ ო ნ ა ძ ე  ი., ოჯახური დინასტიები სა­ქარ­თვე­ლო­ში (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე), მ., 2004; კ ი კ ი ლ ა ­­ შ ვ ი ­ლ ი  ლ., მე გადარჩენილი კაცი ვარ (გაიოზ იმედა­შვი­ლი), «ქართველოლოგია», 2014, №4; ჩ ხ ე ი ძ ე  ო., ქართული სტილის ძიებაში, «ჩვენი მწერლობა», 2006, N5; ც ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ს., ლიტერატურული წერილები, თბ., 1977; ხ ა ­ ჩ ი ძ ე  ლ., სამშობლოს ჩრდილი, წგ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, თბ., 2012.

კ. იმედა­შვი­ლი