იმედაშვილი კობა იოსების ძე (18. IV. 1935, თბილისი, - 3. XII. 2022, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1958). პირველი კრიტ. წერილი „რატომ ჩამორჩება ლიტერატურული კრიტიკა" გამოაქვეყნა 1955 (ე. ჩხენკელთან ერთად), პირველი წიგნი „ადამიანი და დრო" – 1967. 1959-იდან მუშაობდა ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. სხვადასხვა დროს პარალელურად მუშაობდა რუსთაველის თეატრის სალიტ. ნაწილის გამგედ, თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, იყო სახელმწ. ტელე-რადიოკორპორაციის, გაერთიანება „სხივის" ხელმძღვანელი, „ჯ. სოროსის საგანმანათლებლო ჟურნალის" ერთერთი დამაარსებელი და მთ. რედაქტორის მოადგილე, 1992–2003 – მთავარი სახელმწ. მრჩეველი სახელმწ. მეთაურის აპარატში, 1993–2003 – სახელმწ. კანცელარიის კულტ., მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.
ი. ავტორია წიგნებისა: „ოცდაათი წლის შემდეგ" (1977), „მონოლოგები და დიალოგები"(1982), „მიჯნა" (1987), „საუბრები" (1990), „დიდი და ძნელი გამოცდები" (1991) და სხვ. მისი კვლევის საგანია მ. ჯავახიშვილის, გ. რობაქიძის, ო. ჩხეიძის, ნ. დუმბაძის, ჭ. ამირეჯიბის და სხვათა შემოქმედება. გამოქვეყნებულია ი-ის საბავშვო მოთხრობები: „ჩიორა" (1969), „თომას თავგადასავალი" (2010).
1993–95 გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილებისათვის ი-ს 1996 მიენიჭა საქართვ. სახელმწიფო პრემია.
თხზ.: ჩემი პირველი ქრესტომათია, თბ., 2010; ჩემი საუკუნე, თბ., 2016.
ლიტ.: დ ო ღ ო ნ ა ძ ე ი., ოჯახური დინასტიები საქართველოში, მ., 2004 (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე).