ივერიელი მანანა ბენიამინის ასული

ივერიელი მანანა ბენიამინის ასული (დ. 20. XI. 1955, ბორჯომი), სტომატოლოგ-პაროდონტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

1979, თსსი-ის დამთავრების შემდგომ, მოღვაწეობს ამავე ინ-ტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე – იყო კა­თედ­რის ასისტენტი (1984–95), დოცენტი (1995–97), პროფესორი (1997– 2006), გამგე (1995–2006).

2007-იდან იყო თსსუ-ის თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, 2009–14 – თსსუ-ის ა. ურუშაძის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, 2009-იდან პარალელურად ხელმძღვანელობს თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვან დაავადებათა დეპარტამენტს.

ი. მრა­ვა­ლი სამეცნ. შრომის (მ. შ. 3 სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო, 2 გამოგონება და 2 მეთოდური რეკომენდაცია) ავტორია. მისი კვლევები ეხება პაროდონტიტის მკურნალობის უახლეს მიმართულებებს; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების (სტომატიტების) დი­აგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და სხვ.

ი. არის სა­ქარ­თვე­ლოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2009).

თხზ.: პაროდონტის დაავადებების ფარმაკოთერაპია, თბ., 2009; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები, თბ., 2012; პაროდონტოლოგია, თბ., 2014.