იაშვილი ლილი მიხეილის ასული

ლ. იაშვილი

იაშვილი ლილი მიხეილის ასული (10. V. 1920, თბილისი, – 30. XI. 1983, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1981).

1953 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯი­­ შვილის სახ. სა­ხელმწ. კონსერვატორია (ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი). 1960-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სამუსიკო სასწავლებლებში (კომპოზიცია). 1970–83 იყო საცირკო-საესტრადო სასწავლებლის მუს. თეორ. დისციპლინების პედაგოგი.

როგორც კომპოზიტორი ი. ძირითადად კამერულ-ვოკალურ და საესტრადო ჟანრებში მოღვაწეობდა. მისი სიმღერებიდან აღსანიშნავია: „ია, ია", „სიმღერა თბილისზე", „თბილისური საღამოები", „სიმღერა ბათუმზე", „პატარა სიმღერა", „სიყვარულის ზღაპარი" და სხვ. ი. ავტორია საბავშვო მუს. კომედიებისა „ბაბაჯანას ქოშები" (1968 დაიდგა თბილ. მუს. კომედიის თეატრში, 1972 – პოლონეთში) და „ირმისა" (თბილ. მუს. კომედიის თეატრი, 1973).

ი-ის მრა­ვა­ლი საბავ­შვო სიმღერა საზღვარგარეთის ქვეყნებში გასტროლების დროს წარმატებით შეასრულა ბავშვთა ანსამბლმა „მზიურმა".

გ. ტორაძე