იაშვილი მარინე ლუარსაბის ასული

მ. იაშვილი

იაშვილი მარინე ლუარსაბის ასული (20. X. 1932, თბილისი, – 2. VII. 2002, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწე­რალ­თა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში), მევიოლინე. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1967), ზ. ფალია­შვილისა (1975) და შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. (2003) პრემიების, აგრეთვე არაერთი საერთაშ. კონკურსის პირველი ­ქართვ. ლაურეატი (ი. კუბელიკის სახ., ქ. პრაღა, 1949; ჰ. ვენიავსკის სახ., ქ. პოზნანი, 1952; დედოფალ ელისაბედის სახ., ქ. ბრიუსელი, 1955); ლ. ია­შვილის ­შვილი და მოწაფე.

1958 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში პროფ. კ. მოსტრასის კლასში (დაამთავრა 1958). 1957-იდან იყო „მოსკონცერტის" სოლისტი; 1958–66 და 1982-იდან – მოსკ. კონსერვატორიის, ხოლო 1966–82 – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1947-იდან პროფ.); 1967–73 – სა­ქართვ. ფილარმონიის კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი (მეუღლესთან – ი. პოლიტკოვსკისთან ერთად); 1985– 90 – მოსკ. კონსერვატორიის ვიოლინოს კა­თედ­რის გამგე და პროფესორი.

ი. თანამედროვეობის თვალსაჩინო მევიოლინე იყო. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა უმაღლესი პროფ. კულტურით, ტექ. სრულყოფილებით, ნატიფი გემოვნებით, ექსპრესიით. ი-ს მდიდარ და მრავალფეროვან რეპერ­ტუარში შედიოდა ­ქართვ. კომპო­ზიტორების ნაწარმოებები, რ-თა პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტიც თავად იყო. გასტროლებს მართავდა სა­ქართვე­ლო­ში და საზღვარგარეთ.

1975–79 მუ­შა­ობ­და იუგოსლავიის ქ. ნოვი-სადის ხელოვნებათა აკად. სავიოლინო კა­თედ­რის გამგედ და პროფესორად. კონცერტებთან ერთად სისტემატურად მართავდა „მასტერ-კლასებს".

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. „ღირსების ორდენი" (1997).

გ. ტორაძე