იაშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე

იაშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (13. VII. 1936, თბილისი, – 29. VI. 2005, იქვე), ბიოლოგი, ნიადაგმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1999), საქართვ. ეროვნ. (2000) და ეკოლ. მეცნ. (2000) აკად-ების ნამდვ. წევრი, სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (2002).

ი-მა დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. (1959) და ეკონ. (1975) ფაკ-ტები. 1959-იდან მუ­შა­ო­ბა დაიწყო სა­ქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც 1976–91 იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. 1974–86 მონაწილეობდა აგრ. მეცნ. საკავშ. და საერთაშ. კონგრესებში. 1983 მონოგრაფიისათვის „ნიადაგის აღ­დგენა" მი­ე­ნი­ჭა თ. დავითაიას სახ. პრემია.

1991-იდან იყო სა­ქართვ. სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991–96 – კონცერნ „სა­ქარ­თვე­ლოს" ვიცე-პრე­ზიდენტი, 1991–2000 – ქართ. ჭიდაობის ეროვნ. ფედერ. პრეზიდენტი, 1996–2002 – სა­ქართვ. პარლამენტის აგრ. კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. ი. ეწეოდა აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე მოღვაწეობდა თსუ-ში. 2004–05 იყო სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არ­სე­ბუ­ლი საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის ­განყ-ბის გამგე. „სა­ქარ­თვე­ლოს ნიადაგური რუკის" ერთ-ერთი შემდგენ­ელი.

ი-ის მეცნ. კვლე­ვა-ძიების თემატიკა მოიცავს ძირითადად ნიადაგმცოდნეობისა და სოფლის მეურნეობის ეკონ. პრობლემებს. ი-მა შეისწავლა სვანეთის ნიადაგები, მუ­შა­ობ­და სას.-სამ. დანიშნულების მიწების იჯარის, საქართვ. მიწების რესურსების, გარემოს დაცვის და სხვ. საკითხებზე. იყო საერთაშ. ნიადაგმცოდნეობის საზ-ბის წევრი, სა­ქართვ. ნიადაგ­მცოდნეთა საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი.

ი. ავტორია მრავა­ლი სამეცნ. ნა­შრო­მისა და 4 მონოგრაფიისა.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2001).

თხზ.: მიწის რესურსები და მათი რაციონალური გამოყენება, თბ., 1976; ტექნოლოგიური ლანდშაფტების რეკულტივაცია, თბ., 2004 (თანაავტ. ვ. ლეჟავა).