იაშვილი ნიკოლოზ სოლომონის ძე (28. XI. 1900, ქუთაისი, – 10. IV. 1981, თბილისი), აგროეკონომისტი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1925 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი. 1928-იდან თსუ-ში, სას.-სამ. და ზოოვეტ. ინ-ტებში (1929–35), ასევე სას.-სამ. პროფილის სხვადასხვა დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. 1930–34 იყო ამიერკავკ. მეცხოველეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ეკონ. და ორგანიზაციის განყ-ბის გამგე, 1944-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტში, 1950–81 – საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბაში, იყო იაპონია – სსრკ-ის თბილ. განყ-ბის პრეზიდენტი. 1954-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. კონსულტანტი სოფლის მეურნეობის ეკონ. საკითხებში.
ი. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. აგრ. პოლიტიკის წარმართვაში. ი-მა მონაწილეობა მიიღო კოლხეთის დაბლობის სას.სამ. ათვისების გენ. გეგმის დამუშავებასა და განხორციელებაში, აგრეთვე თბილ. საგარეუბნო მეურნეობის განვითარების პროექტის შედგენაში.
ი-ის შრომებში დამუშავებულია სას.-სამ. საწარმოთა დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის დარაიონების, წარმოების გაადგილებისა და სპეციალიზაციის, მეურნეობის გაძღოლის სისტემებისა და თესლბრუნვების ორგანიზაციის, მიწის ფონდების გამოყენების, მელიორაციის, გარემოს დაცვის, მევენახეობისა და მეღვინეობის ეკონომიკის საკითხები.
ი-ს ეკუთვნის პირველი ნაშრომი ქართულ ენაზე მიწის ეკონომიკური შეფასების შესახებ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. 15 მონოგრაფია).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მელიორაცია სოფლის მეურნეობაში, თბ., 1970; საქართველოს სსრ მიწის ფონდი, ტ. 1–2, თბ., 1961–75.