იაშვილი სეით ლუარსაბის ძე

იაშვილი სეით ლუარსაბის ძე (16. I. 1875, სოფ. არგვეთი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპა­ლიტეტი, – 27. I. 1963, თბილისი), გეოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ოდესის სა­ხელმწ. უნ-ტის საბუნებისმეტყვე­ლო ფაკ-ტი (1902). ლ. ს. იაშვი­ლის მამა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილ. ქართ. გიმნაზიაში ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას. გიმნაზიაში პედ. საქმიანობასთან ერთად მუშაობ­და საშ. სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო პროფილის სა­ხელმ­ძღვანე­ლო­ების შედგენაზე.

იგი ავტორია ბუნებისმეტყვე­ლებისა და გეოგრ. პირველი ქართ. სა­ხელმ­ძღვანე­ლო­ებისა: „ბუ­ნებისმე­ტყველება" (ჰაერი, წყალი და დე­დამიწა, 1915); „ბოტანიკა"(1926); „საზოგადო გეოგრაფია"(აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია, 1916); „ევროპა"(1918). 1922–30 დაიბეჭდა მის მიერ გა­დამუშავებული და შესწორებული „ბუნებისმეტყველება", გეოგრ. სა­ხელმ­ძღვა­ნელოები – ­„ევროპა, ჩრდ. ამერიკის შტატები და იაპონია", „სასოფლო მეურნეობის ქვეყნები", „მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია", „საბჭოთა კავ­ში­რის მოკლე გეოგრაფია", „დაწყებითი გეოგრაფია" და „კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია".

ზემოთ დასახელებული ყველა სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო მიღებული და გამოყე­ნებული იყო ჩვენი ქვეყნის არა­სრულ და სრულ საშ. სკოლებში 1935 წლამდე. ამავე პერიოდში მის მიერ ქართ. ენაზე ითარგმნა, ა. ბარკოვისა და ა. პოლოვინკინის „ფიზიკური გეოგრაფია" (1935), ჩ. დარვინის «ბუნებისმეტყველის მოგზაურობა დედამიწის გარშემო გემ „ბიგლით"» (1951) და სხვ.

ი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვ. წევრი (1899-იდან). მინიჭებული აქვს „შრომის გმირის" საპატიო წოდება (1932).

თხზ.: ჩემი წარსულიდან, თბ., 1965.

ლ. აბრამი­შვილი