ისარლიშვილი ლუკა სტეფანეს ძე

ისარლიშვილი (ი ს ა რ ლ ო ვ ი) ლუკა სტეფანეს ძე (23. XI. 1814 – 11. IX. 1893, თბილისი), სა­ხელმ­წიფო მოხელე, პოეტი, ჟურ­ნალისტი.

დაამთავრა თბილ. გიმ­ნაზია (1833; სწავლობდა ნ. ბა­რათა­შვილთან ერთად, რ-ზეც საინტერესო მოგონება დატოვა). სხვა­და­სხვა წლებში მსახურობდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალ­ციხის ადმინისტრაციულ, სასწავლო და სასამართლო დაწესებულებებში. ერთგული დამ­ცველ-გამტარებელი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცარიზმის ოფიც. პოლიტიკისა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამომჟღავნდა 1881–88, როცა „კავკასიის საცენზურო კომიტეტში" მსახურობდა უმცროს ცენზორად და მდივნად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ი. ქართ. ჟურნალ-გაზეთებს უკრძალავდა ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რ-იც არ ეთანხმებოდა გაბატონებულ სახელმწ. იდეოლოგიას. თანამედროვენი მას მიაწერენ გაზ. „დროების" დახურვის ინიციატივას.

ი. თანამშრომლობდა ქართ. („ცისკარი") და რუს. („კავკაზ", „ტიფლისსკი ვესტნიკ", ­„ტიფლის­სკი ლისტოკ", „გოლოს"...) პრესასთან, აქვეყნებდა ორიგინ. თუ ნათარგმნ ლექსებს, ქართველოლოგიურ სამეცნ. და სამეცნ.-პო­პულარული ხასიათის თხზუ­ლებებს, მემუარებს.

თხზ.: ლექსნი, თქმულნი ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვისა, ზ. ჭიჭინაძი გამოც., ტფ., 1895; კათოლიკენი სა­ქართვე­ლო­ში, ტფ., 1898; მოკლე კანონნი ქართულის პოეტიკისა ანუ ლექსთა თხზუ­ლებისანი, წგ.: ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), თბ., 1954; Письма о Грузии, Тфл., 1899.

ლიტ.: ბ ე ქ ი რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ი., ნარკვევები აჭა­რის წარსულიდან, ბათ., 1982; მ ა ნ ს ვ ე ტ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ი., მოგონებები, თბ., 1985; ხ ე ლ თ უ ბ ნ ე ლ ი  მ., სალიტე­რატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან, თბ., 1938.

თ. ჯოლოგუა