ირემაძე თენგიზ გელას ძე (დ. 9. III. 1973, სოხუმი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2007). გ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა კვლევითი ინ-ტის დირექტორი (2007-იდან), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნ.-კვლ. არქივის დირექტორი (2015-იდან).
სწავლობდა თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1993– 98). ბოხუმის უნ-ტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში" (2003).
ი-ს გამოქვეყნებული აქვს სტატიები „სტენფორდის ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში".
არის არაერთი ფილოს. და ლიტ. საზ-ბის, მ. შ. ერნსტ მაისტერის საზ-ბის საპატიო წევრი, იოანე პეტრიწის საფილოსოფოსო საზ-ბის თავ-რე, გ. ლესინგის აკად. წევრი (გერმ.), პატრისტიკული კვლევების საერთაშ. ასოციაციის წევრი, შუა საუკუნეების კვლევის საერთაშ. და სხვ. წევრი, ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების რედაქტორ-გამომცემელი და სამეცნ.-საგამომცემლო საბჭოს წევრი.
მისი სამეცნ. ნაშრომებია: „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია"; „ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, თარგმანები"; „ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზულებათა ქართულენოვანი აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა"; „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი"; „Philosophie und Sozialtheorie" (Berlin) და სხვ. (გამოქვეყნებულია მრავალ ენაზე). ი-ის ფილოს. ნაშრომების ანალიზს მიეძღვნა საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „ნეოპლატონიზმი და თანამედროვეობა" (2008), არაერთი სამეცნ. სტატია, კრებული და მონოგრაფია.
უცხოელი და ქართვ. სპეციალისტები მის სამეცნ. ნაშრომებს მიიჩნევენ ანტ. ხანისა და შუა საუკუნეების ნეოპლატონიზმის კონცეფციათა ორიგინ. ფილოსოფიურ კვლევად, რაც გამოიხატა ამ მემკვიდრეობის ტიპოლოგიურ-სისტემური ინტერპრეტაციის ახალი, ინტერკულტურული მოდელის შემუშავებით. ფილოსოფიის ისტ. კვლევის ამ ინტერკულტურულმა მოდელმა დარგის არაერთი ცნობილი წარმომადგენლის საგანგებო ყურადღება მიიქცია. ი-ის სახელთან არის დაკავშირებული კავკასიური ფილოსოფიის ცნების შემოტანა თანამედროვე ფილოს. დისკურსში და ამ მეტად საინტერესო თეორიული მემკვიდრეობის შესახებ ისტ.-სისტემური კვლევა-ძიების დაწყება.
თხზ.: ფრიდრიხ ნიცშე, თბ., 2006; ვალტერ ბენიამინი, თბ., 2008; ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013 (თანაავტ.); ფილოსოფიური ურბანისტიკა, თბ., 2014 (თანაავტ.); ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, თბ., 2014; პითაგორა კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში, თბ., 2014; ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია და მისი გაგების პერსპექტივები, თბ., 2015; რელიგია, შემწყნარებლობა, სახელმწიფო, თბ., 2016; Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus, Amsterdam/ Philadelphia, 2004, 2009.
ლიტ.: თ ა ვ ა ძ ე გ., რუკების ძალა, თბ., 2013; J e c k U. R., Erläuterungen zur georgischen Philosophie, Tb., 2010; Z a k a r a d z e L., New Perspectives of Georgian Philosophy in the Light of Intercultural Thought, In: European Scientific Journal, vol. 2 (December 2013).
გ. თავაძე