ირემაძე ქეთევან ნიკოლოზის ასული

ირემაძე ქეთევან ნიკოლოზის ასული [8(21). IX. 1912, თბილისი, – 19. VIII. 1945, იქვე], მწერა­ლი, მთარგმნელი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1931). იგი ავტორია ლიტ. წე­რი­ლე­ბისა და ნარკვევებისა ბ. ჯორჯაძის, ნ. ორბელიანის, ე. გაბა­შვი­ლის, შ. არაგვისპირელის, ჭ. ლომთათიძის, აბატ პრევოს, ბ. კონსტანის, ა. დიუმას, გი დე მოპასანისა და სხვათა შე­სა­ხებ; ისტ.-ლიტ. ნარკვევებისა – „ჩერქეზი ქალი აისე", „ქარ­თველი ქალები"; დაუმთავრებელი ისტ. რომანისა „ქეთევან" და სხვ. ქართულად თარგმნა აბატ პრევოს, დ. დიდროს, ბ. კონსტანის, გი დე მოპასანის, ი. ტინიანოვის ნაწარმოებები, ქართულიდან რუსულად – ე. ნინო­შვი­ლის მოთხრობები.

თხზ.: ლიტერატურული მედალიონები, თბ., 1946; ლიტერატურული სილუეტები, ტფ., 1932 (ყდაზე – 1933) (თანაავტ.: შ. რადიანი).

ლიტ.: ქეთევან ირემაძე. კრებული, თბ., 1945.

ვ. ცისკარიძე