დიმიტრი მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ნოდარ შოთას ძე შ ი ო ლ ა შ ვ ი ლ ი) (დ. 16. II. 1961, ქ. მცხეთა), სასულიერო მოღვაწე.
1979 ჩაირიცხა მცხეთის სას. სემინარიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სას. აკადემიაში. 1985 დიაკვნად ეკურთხა, 1986 კი – მღვდლად.
1989 აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაადგინეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად.
1991 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორად დაინიშნა. წლების განმავლობაში წმ. იოანე ღვთისმეტყველის სას. სემინარიის რექტორი იყო.
1996 წმ. სინოდმა დ. მ. გამოარჩია ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 კი – მიტროპოლიტის ხარისხში.
2007 წ. 21 დეკემბერს გაიყო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი, ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა.
2007 დ. მ. დამტკიცდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად.
2009 მას ჩააბარეს აშშ-ისა და კანადის ქართ. სამრევლოების წინამძღოლობაც. დ. მ. არის „წმინდა მიწის" შემსწავლელი სამეცნ. საზ-ბის თავმჯდომარე.
ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად ხელმძღვანელობს საქართვ. საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2007).