დიმიტრი

დიმიტრი, „პროვინციის მეფე" XIV ს. დასაწყისში, ვახტანგ III-ის ძე.

ვახტანგ III-ს „დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის დმანისი აქუნდა, და გიორგის – სამშვილდე". გიორგის შესახებ აღარაფერი ვიცით, დ-ს კი, ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, მცირე ხნით აღმ. საქართვ. ტახტი ეპყრა [პეტრიწონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის 1311 წ. წარწერის მიხედვით, ამ დროს (1311) აღმ. საქართველოში მეფობს დ.], მაგრამ როგორც ჩანს, დავით VIII-ის გარდაცვალების შემდეგ დ-მ დმანისში თავისი უფლებამოსილება „მეფის" რანგში აიყვანა და რეალურად მხოლოდ დმანისის მხარის „პროვინციის მეფე" იყო.

წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989; ნ ი ნ ი ძ ე დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.

მ. ზალდასტანიშვილი