თავდგირიძე ალი-ფაშა [1828, ჩურუქსუ (ქობულეთი), – 1911, სტამბოლი], ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1853–56, 1877–78) ომებში. მსახურობდა სულთან აბდულ ჰამიდ II-ის ადიუტანტად.
ომის შემდეგ ხელს უწყობდა ქართველების მიგრაციას ოსმალეთში, რათა მათგან შეექმნა ანტირუსული არმია. 1886, ბალკანეთის აჯანყების დროს, ომის დაწყების შემთხვევაში მზადყოფნაში ჰყავდა 4000 ქართვ. ჯარისკაცი.
დაკრძალულია სტამბოლში.
ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე ზ., ალი-ფაშა თავდგირიძე, ახალ-სენაკი, 1896.
მ. გოგიტიძე