თავდგირიძე მეჰმედ შაქირ-ფაშა (1854, ლივანის რ-ნი, – 1918), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1905). მსახურობდა კოსოვოს სამხ. გუბერნატორად. იყო სულთან აბდულ ჰამიდ II-ის პირადი მდივანი, ერთხანს გადასახლებაშიც იყო. 1918 იყო საზღვაო და სახმელეთო ჯარების სარდალი. გარდაიცვალა მოულოდნელად. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.
ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა შ ვ ი ლ ი ა., ქართველები თურქეთის ცის ქვეშ, თბ., 1991.
რ. სურმანიძე